შინაარსზე გადასვლა

ნოდარ ნუცუბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნუცუბიძე.

ნოდარ ნუცუბიძე (დ. 22 აგვისტო, 1928, თბილისი — გ. 2011) — ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1971), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), პროფესორი (1980).

1952 წელს დაამთვრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1958 წლებში იყო ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი და 1958-1965 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1963 წლიდან კითხულობდა ლექციებს აგრარულ უნივერსტეტსა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. 1965 წლიდან ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და დირექტორის მოადგილე; 1967-1994 წლებში საზოგადოება „ცოდნის აკადემიის“ განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 270 სამეცნიერო ნაშრომი; 2 მონოგრაფია: „აზოტის ასიმილაცია ვაზში" და „მცენარის აზოტური კვება და ცვლა"; არის ავტორი სახელმძღვანელოსი „ბიოტექნოლოგია"; წიგნისა „ჩემი გადასახედიდან დანახული ცხოვრება და ქვეყანა"( 2008).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]